Wednesday, December 2, 2015

კუბა "ჰავანა"

კუბის რესპუბლიკა- კუნძულოვანი სახელმწიფი კარიბის ზღვის აუზში. კუბის სახელმწიფო შედგება ძირითადი კუნძულის-კუბის, ასევე ხუვენტუდისა და რამდენიმე არქიპელაგისგან. ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ჰავანა.

დევიზი: "სამშობლო ან სიკვდილი"

1492 წელს, დღევანდელი კუბის კუნძულს კრისტეფორე კოლუმბი მიადგა და ის ესპანეთის სამეფოს საკუთრებად გამოაცხადა. კუბა ესპანეთის ტერიტორიად მიიჩნეოდა 1898 წლის ესპანეთ-ამერიკის ომამდე. 1902 წელს კი მოიპოვა ამერიკისგან ფორმალური დამოუკიდებლობა. 1953-1959 წლებში მიმდინარეობდა კუბის რევოლუცია, რომელმაც ფულხენსიო ბატისტას დიქტატურა დაამხო.რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა ფიდელ კასტროს ხელმძღვანელობით. დღევანდელი მთავრობის დემოკრატიის ინდექსი ფასდება როგორც "ავტორიტარული". 

დროშა თავის მხრივ წარმოადგენს მართკუტხა ქსოვილს, რომელიც დაყოფილია ხუთი ჰორიზონტალური ცვალებადი ლუჯი და თეთრი ზოლებით. ტარის მხაეს მდებარეობს წითელი ფერის ტოლგვერდა სამკუთხედი, რომლის ცენტრშიც გამოსახულია თეთრი ხუთქიმიანი ვარსკვლავი.კუბის მთავრობის ოფიციალური ვერსიით დროშის სიმბოლიკა აღნიშნავს:
  • სამი ლუჯი ზოლი - ქვეყნის სამი ნაწილი, როგორც ესპანელება დაყვეს კუბა.
  • ორი თეთრი ზოლი -მისწრაფება დამოუკიდებლობისაკენ.
  • წითელი სამკუთხედი - თანასწორობა, ძმობა და თავისუფლება, ასევე დამოუკიდებლობისათვის ბროძოლისთვის დაღვრილი სისხლი.
  • თეთრი ვარსკვლავი - თავისუფლების სიმბოლო.

კუბის ოფიციალური ენა რის ესპანური და მოსახლეობის უმეტესობა სწორედ ამ ენაზე საუბრობს. კუბა ყოველწლიურად დაახლოებით 2მლნ ადამიანს იზიდავს და წარმოადგენს კუნძულის შემოსავლების ერთ-ერთ ძირითად წყაროს.ხელსაყრელი კლიმატით.პლაჟებით, კოლონიური არქიტექტურითა და განსხვავებული კულტურული ისტორიით კუბა უკვე დიდი ხანია მიმზიდველი ადგილია ტურისტებისათვის.


Tuesday, December 1, 2015

პაულო კოელიო "ალქიმიკოსი"

ბრაზილიელი მწერლის, პაულო კოელიოს "ალქიმიკოსი" თანამედროვე კლასიკად არის აღიარებული და რამდენიმე წელია, მსოფლიო ბესტსელერების სიის სათავეშია. ეს არის იგავი ადამიანზე, რომელიც თავის გზას მიჰყვება. მოგზაურობის დაუოეკებელი სურვილით შეპყრობილი, ის ჯერ მწყემსი გახდება, შემდეგ ზღაპრული განძის მოსაპოვებლად ეგვიპტეში გაემგზავრება, შეხვდება ალქიმიკოსს და შეიცნობს ბუნების საიდუმლოებებს. "ალქიმიკოსი" ბრაზილიის ისტორიაში ყველაზე გაყიდვად წიგნად მიიჩენევა და გინესის რეკორდების წიგნშიც არის მოხსენიებული.

  • "ამქვეყნად ერთი დიადი ჭემაიტება ასებობს: იმისდა მიუხედავად, ვინ ხარ და რას აკეთებ, თუკი ნამდვილად ესწრაფვი რაღაცას, აუცილებლად მიაღწევ კიდეც, რადგან ეს სურვილი სამყაროს სულშია ჩასახული და სწორედ ეს არის შენი დანიშნულება ამქვეყნად".


  • "ახალბედებს ყოველთვის ბედი სწყალობთ, რადგან ცხოვრებას სურს, რომ ადამიანმა თავის ბედს მისდიოს".
  • " როცა გულით გწადია რაღაც, მთელი სამყარო დაგეხმარება შენი ოცნების ასრულებაში".
  • " სიყვარული ხელს არ უშლის ადამიანს, თავის გზას ეწიოს, თუ შეუშალა, მაშინ ის სიყვარული არ ყოფილა ჭეშმარიტი".
  • " მაპატიე, თუ ხანდახან ვწუწუნებ, რას იზამ, მე ხომ ადამიანი გული ვარ და წუწუნი ჩემი თვისებაა.ყველას გვეშინია მიუღწეველი ოცნებისკენ სწრაფვის, რადგან გვგონია, რომ მისი ღირსნი არ ვართ, ანდა ვერ შევძლებთ მის განხორციელებას. ჩვენ, ადამიანთა გულები, შიშით ვიპარებით შეყვარებულთან სამუდამო განშორებისას, თავზარს გვცემს იმის წარმოდგენა, რომ შეიძლებოდა, ბედნიერები ვყოფილიყავით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, და ამ განძის გახსენება გვტანჯავს, ჩვენ რომ შეიძლებოდა, გვეპოვა, მაგრამ სამუდამოდ ქვიშაშია, რადგან, გვეშინია ტანჯვის".
  • " ამქვეყნად ყველა მკვიდრს თავისი განძი ელის,- ეუბნებოდა გული,- მაგრამ ჩვენ, გულები, ჩუმად ყოფნას მივეჩვიეთ, რადგან ადამიანებს არ სურთ იმ განძის პოვნა. ჩვენ მხოლოდ ბავშვებს ვეჩურჩულებით ამის შესახებ, მერე კი ვაკვირდებით, როგორ წარმართავს მათ ცხოვრება თავიანთი ბედისწერისაკენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ცოტანი თუ მიჰყვებიან წილხვედრილ გზას. დანარჩენებს სამყაროსი ეშინიათ".
  • "ყოველი ადამიანი ამ დედამიწაზე , რასაც უნდა აკეთებდეს, უმთავრეს როლს ასრულებს სამყაროს ისტორიაში".

Wednesday, November 25, 2015

ბედნიერება!!!

ბედნიერება არის ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება დადებითი ემოციებით, რასაც იწვევს ინტენსიური სიხარულის განცდა. თუ გინდათ, რომ ბედნიერი იყოთ ეცადეთ ყველაფერს მოეკიდოთ მარტივად, დააფასოთ ის რაც გაქვთ, გიხაროდეთ წვილმანებიც, რომელიც ენდორფინის გამოყოფას შეუწყობს ხელს. მას  "ბედნიერების ჰორმონს" ეძახიან.

      ედნდორფინები აღაგზნებენ სიამოვნების ცენტრს, რომელიც განთავსებულია ტვინში, სწორედ ეს გვაგრძნობინებს სიხარულს, სიმსუბუქეს და ძალების მოზღვავებას, რაც მეტ ენდორფინებს გამოიმუშავებს ორგანიზმი, მით მეტად ბედნიერია ადამიანი.
ამერიკელმა ფსიქოლოგმა ტოდ კაშდანმა ბედნიერების მათემატიკური ფორმულა შექმნა. ფსიქოლოგმა ის 6 ძირიტადი ფაქტორი დაასახელა, რომელიც ბედნიერების მისაღწევად არის აუცილებელი.პროფესორი ამტკიცებს რომ ამ ფორმულას ნებისმიერი ადამინაის გაბედნიერება შეუძლია.
მისი თქმით, არ არსებობს ბედნიერების არანაირი საიდუმლო. თუკი თითოეული ადამიანი ამ 6 ძირითად ინგრედიენტის ნორმალურ დოზირებას მოახდენს, მისთვის ბედნიერი ცხოვრება გარანტირებულია.
ბედნიერების ფორმულა
     ბედნიერების მთავარი ფაქტორებია:
  • იცხოვრე მომენტით (M)
  • იყავით ცნობისმოყვარე (C)
  • ყველთვის დაკავდით იმით რაც გიყვართ (L)
  • იფიქრეთ სხვებზე (T)
  • გაუფრთხილდით ურთიერთობებს (N) 
  • იზრუნეთ თვენს სხეულზე (B)   

გისურვებთ ბედნიერებას !!!