Tuesday, December 1, 2015

პაულო კოელიო "ალქიმიკოსი"

ბრაზილიელი მწერლის, პაულო კოელიოს "ალქიმიკოსი" თანამედროვე კლასიკად არის აღიარებული და რამდენიმე წელია, მსოფლიო ბესტსელერების სიის სათავეშია. ეს არის იგავი ადამიანზე, რომელიც თავის გზას მიჰყვება. მოგზაურობის დაუოეკებელი სურვილით შეპყრობილი, ის ჯერ მწყემსი გახდება, შემდეგ ზღაპრული განძის მოსაპოვებლად ეგვიპტეში გაემგზავრება, შეხვდება ალქიმიკოსს და შეიცნობს ბუნების საიდუმლოებებს. "ალქიმიკოსი" ბრაზილიის ისტორიაში ყველაზე გაყიდვად წიგნად მიიჩენევა და გინესის რეკორდების წიგნშიც არის მოხსენიებული.

  • "ამქვეყნად ერთი დიადი ჭემაიტება ასებობს: იმისდა მიუხედავად, ვინ ხარ და რას აკეთებ, თუკი ნამდვილად ესწრაფვი რაღაცას, აუცილებლად მიაღწევ კიდეც, რადგან ეს სურვილი სამყაროს სულშია ჩასახული და სწორედ ეს არის შენი დანიშნულება ამქვეყნად".


  • "ახალბედებს ყოველთვის ბედი სწყალობთ, რადგან ცხოვრებას სურს, რომ ადამიანმა თავის ბედს მისდიოს".
  • " როცა გულით გწადია რაღაც, მთელი სამყარო დაგეხმარება შენი ოცნების ასრულებაში".
  • " სიყვარული ხელს არ უშლის ადამიანს, თავის გზას ეწიოს, თუ შეუშალა, მაშინ ის სიყვარული არ ყოფილა ჭეშმარიტი".
  • " მაპატიე, თუ ხანდახან ვწუწუნებ, რას იზამ, მე ხომ ადამიანი გული ვარ და წუწუნი ჩემი თვისებაა.ყველას გვეშინია მიუღწეველი ოცნებისკენ სწრაფვის, რადგან გვგონია, რომ მისი ღირსნი არ ვართ, ანდა ვერ შევძლებთ მის განხორციელებას. ჩვენ, ადამიანთა გულები, შიშით ვიპარებით შეყვარებულთან სამუდამო განშორებისას, თავზარს გვცემს იმის წარმოდგენა, რომ შეიძლებოდა, ბედნიერები ვყოფილიყავით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, და ამ განძის გახსენება გვტანჯავს, ჩვენ რომ შეიძლებოდა, გვეპოვა, მაგრამ სამუდამოდ ქვიშაშია, რადგან, გვეშინია ტანჯვის".
  • " ამქვეყნად ყველა მკვიდრს თავისი განძი ელის,- ეუბნებოდა გული,- მაგრამ ჩვენ, გულები, ჩუმად ყოფნას მივეჩვიეთ, რადგან ადამიანებს არ სურთ იმ განძის პოვნა. ჩვენ მხოლოდ ბავშვებს ვეჩურჩულებით ამის შესახებ, მერე კი ვაკვირდებით, როგორ წარმართავს მათ ცხოვრება თავიანთი ბედისწერისაკენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ცოტანი თუ მიჰყვებიან წილხვედრილ გზას. დანარჩენებს სამყაროსი ეშინიათ".
  • "ყოველი ადამიანი ამ დედამიწაზე , რასაც უნდა აკეთებდეს, უმთავრეს როლს ასრულებს სამყაროს ისტორიაში".

No comments:

Post a Comment