Wednesday, November 25, 2015

ბედნიერება!!!

ბედნიერება არის ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება დადებითი ემოციებით, რასაც იწვევს ინტენსიური სიხარულის განცდა. თუ გინდათ, რომ ბედნიერი იყოთ ეცადეთ ყველაფერს მოეკიდოთ მარტივად, დააფასოთ ის რაც გაქვთ, გიხაროდეთ წვილმანებიც, რომელიც ენდორფინის გამოყოფას შეუწყობს ხელს. მას  "ბედნიერების ჰორმონს" ეძახიან.

      ედნდორფინები აღაგზნებენ სიამოვნების ცენტრს, რომელიც განთავსებულია ტვინში, სწორედ ეს გვაგრძნობინებს სიხარულს, სიმსუბუქეს და ძალების მოზღვავებას, რაც მეტ ენდორფინებს გამოიმუშავებს ორგანიზმი, მით მეტად ბედნიერია ადამიანი.
ამერიკელმა ფსიქოლოგმა ტოდ კაშდანმა ბედნიერების მათემატიკური ფორმულა შექმნა. ფსიქოლოგმა ის 6 ძირიტადი ფაქტორი დაასახელა, რომელიც ბედნიერების მისაღწევად არის აუცილებელი.პროფესორი ამტკიცებს რომ ამ ფორმულას ნებისმიერი ადამინაის გაბედნიერება შეუძლია.
მისი თქმით, არ არსებობს ბედნიერების არანაირი საიდუმლო. თუკი თითოეული ადამიანი ამ 6 ძირითად ინგრედიენტის ნორმალურ დოზირებას მოახდენს, მისთვის ბედნიერი ცხოვრება გარანტირებულია.
ბედნიერების ფორმულა
     ბედნიერების მთავარი ფაქტორებია:
  • იცხოვრე მომენტით (M)
  • იყავით ცნობისმოყვარე (C)
  • ყველთვის დაკავდით იმით რაც გიყვართ (L)
  • იფიქრეთ სხვებზე (T)
  • გაუფრთხილდით ურთიერთობებს (N) 
  • იზრუნეთ თვენს სხეულზე (B)   

გისურვებთ ბედნიერებას !!!




No comments:

Post a Comment